ლოს ანჯელესში ოქროს გლობუსის დაჯილდოების საიუბილეო- მე-80-ე ცერემონია გაიმართა და მისი მთავარი სტუმარი ვოლოდიმირ ზელენსკი იყო. აუდიტორიას უკრაინის ლიდერმა დისტანციურად მიმართა, სცენაზე ის ჰოლივუდის ვარსვლავმა შონ პენმა წარადგინა, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ არაერთხელ ჩავიდა და პირადად გამოხატა მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ. წელს ამერიკის უცხოური პრესის ასოციაციის რჩეული რეჟისორი სტივენ სპილბერგი გახდა. ოქროს გლობუსი მას ფილმ "ფაბელ-მანებისთვის" გადასცეს. მთავარ ნომინაციებში გაიმარჯვეს ოსტინ ბატლერმა და ქეით ბლანშეტმა.
"ოქროს გლობუსის" დაჯილდოების მე-80 ცერემონია
11 იან 202320:47
3 წუთის საკითხავი